გნომის შესახებ

რა არის გნომი?

გნომი არის თავისუფალი, მარტივი, სტაბილური და ხელმისაწვდომი სამუშაო გარემო Unix-ის მაგვარი ოპერაციული სისტემებისათვის.

გნომი შეიცავს თქვენი კომპიუტერისთვის საჭირო ძირითად გადაწყვეტებს, მათ შორის ფაილ მენეჯერს, ვებ-ბრაუზერს, მენიუებს და მრავალ პროგრამას.

გნომი აგრეთვე შეიცავს პროგრამირების სრულყოფილ პლატფორმას პროგრამისტებისათვის, რომელიც ძლიერი და კომპლექსური პროგრამების შექმნის საშუალებას იძლევა.

გნომის მთავარი მიზანია სიმარტივე და მისაწვდომობა, რეგულარული განახლებები და მძლავრი კორპორატიული მხარდაჭერა, რითაც ის უნიკალურია თავისუფალი დესკტოპ სისტემებს შორის.

1997 წლიდან ასობით ადამიანმა ინტერნეტის მეშვეობით მიიღო მონაწილეობა გნომის ინტერფეისის პროექტში,არა მარტო პროგრამირებით, არამედ თარგმნით, მისი ტესტირებით და შეცდომათა გასწორებით.

გნომის მთავარი ძალა თვით მომხმარებლებშია, ყველას შეუძლია პროგრამირების ცოდნის გარეშე გააუმჯობესოს გნომი.